მექსიკაში ნავთობსადენის აფეთქებას ათობით მსხვერპლი მოყვა (ფოტო)

მექსიკაში ნავთობსადენის აფეთქების შედეგად 66 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით დაშავდა. შემთხვევა იდალგოს შტატში მოხდა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მილი ადგილობრივებს არალეგალურად ჰქონდათ გახვრეტილი, საიდანაც საწვავს ეზიდებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს – “ბიბისი” წერს.

მომხდარის შემდეგ გუბერნატორმა ფაიდიმ “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე მოსახლეობას მოუწოდა შეეშვან მილსადენების თვითნებურ დაზიანებებს. “მოსახლეობას მოვუწოდებ ნუ მიიღებენ მონაწილეობას საწვავის მოპარვაში. იმის გარდა, რომ ეს არალეგალურია, თქვენ საკუთარი და თქვენი ახლობლების სიცოცხლით რისკავთ. ის, რაც მოხდა ტლაუელილპანში, არ უნდა განმეორდეს” – დაწერა გუბერნატორმა.

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზიური კადრები…
შემდეგი სტატიაავარიის შემდეგ პრინცი ფილიპი ისევ საჭესთან დაჯდა