3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტელის ლიდერი, ნარკობარონი ელ მენჩო მოკლეს

მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტელის ლიდერი, ნარკობარონი ელ მენჩო მოკლეს-ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს. მათი ცნობით, სპეცოპერაცია მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარა.

მათივე ცნობით, 59 წლის ნარკობარონი რომლის ნამდვილი სახელი ნემესიო ოსეურა სერვანტესი იყო, ლიდერობდა ქვეყანაში ყველზე გავლენიან ნარკოტრეფიკინგის ორგანიზაციას, რომელსაც “ხალესკოს ახალი თაობის კარტელი” ერქვა. ელ მენჩოს ლიკვიდაციას ხალისკოს შტატში არეულობა მოჰყვა. დაჯგუფების წევრებმა ქუჩაში დაწვეს მანქანები და გადაკეტეს ქუჩები.

შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოაცხადა. ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივებს მოუწოდეს, რომ საცხოვრებელი სახლების დატოვებისგან თავი შეიკავონ.

banner
წინა სტატიაშიმსგავსი არაფერია საქმის მასალებში – ელისო კილაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებაზე
შემდეგი სტატია23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა