მექსიკაში ცოლ-ქმარმა 20 ქალი მოკლა, რომ მათი ორგანოები გაეყიდათ

 

მექსიკის პოლიციამ ცოლ-ქმრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ისინი დააკავეს მაშინ, როცა საბავშვო ეტლით ქალის გამოფატრული ცხედარი გადაჰქონდათ. მამაკაცმა მექსიკოს ღარიბ უბანში 20 ქალის მკვლელობა აღიარა. ასევე, მკვლელობამდე ის მათ აუპატიურებდა. დაკავებულების სახლის ჩხრეკისას პოლიციამ რამდენიმე ცხედარი იპოვა. ზოგიერთი მათგანი ცემენტში იყო დამარხული, ზოგიერთი ცელოფნის პარკებში იყო გამოკრული, ზოგიერთი კი, მაცივარში ელაგა.
პროკურატურის თქმით, წყვილი შინაგანი ორგანოებით ვაჭრობდა, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია მყიდველის ვინაობა.
სასამართლომდე ბოროტმოქმედებმა შხაპის მიღება და პიჯაკები მოითხოვეს, რომ ჭუჭყიანები არ წარმდგარიყვნენ ჟურნალისტების წინაშე – “ბიბისი” წერს.
გაეროს მონაცემებით, გასულ წელს მექსიკაში 28 700 ადამიანია მოკლული.

banner
წინა სტატიაშიევროპული კინოაკადემიის ქართველი ნომინანტების ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიასუს-ი მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების ვიდეოკადრებს ავრცელებს