მექსიკაში 300 ადამიანის მკვლელობაში ყოფილი მერი დაადანაშაულეს

ჩრდილოეთ მექსიკის კოაუილას შტატის ქალაქ ალენდეს ყოფილი მერი მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილის სტატუსით დააპატიმრეს – Reuters-ი წერს. გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სერხიო ლოსანო 300 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული. მასობრივი დახოცვა ნარკობამდა “ზეტასმა” მოაწყო იმის გამო, რომ ნარკოტიკების გაყიდვიდან თანხა ვერ ამოიღო – ის ვიღაცამ მოიპარა.
როგორც გამოძიების მასალებიდან ჩანს, ბანდიტებმა 160-200 ადგილობრივი გაიტაცეს. აღნიშნავენ, რომ ყოფილმა მერმა ამ ამბების შესახებ არაფერი იცოდა.
ბანდის ერთ-ერთმა წევრმა ჰექტორ მორენომ განაცხადა, რომ ბანდის მეთაურის ბრძანებით 300 ადამიანი დახოცეს. მან ასევე დაამატა, რომ 2007-2011 წლებში ბანდამ აშშ-ში 5 ტონა კოკაინი გადაიტანა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მფარველობისთვის ქრთამს იღებდა ბანდიდან.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პრემიერი: ტრამპი საიმედო პარტნიორია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა