მექსიკას აშშ-ს წინააღმდეგ სანქციების შემოღების უფლება დართეს

საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციამ მექსიკას უფლება დართო აშშ-ს 163 მილიონი დოლარის სანქციები დაუწესოს – მექსიკის ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა – Reuters-ი წერს. სამინისტროში აღნიშნეს, რომ მეხიკო აშშ-დან პროდუქტების შეღავათით შემოტანის გაუქმებაზე დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას. საუბარია დავაზე, რომელიც 2008 წლიდან მიდის. ის ეხება აშშ-ს ბაზარზე მექსიკური ხორცის გაყიდვის შეზღუდვას, რომლის გამოც მექსიკა იძულებული გახდა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციისთვის მიემართა.

banner
წინა სტატიაშიგიულენთან კავშირის გამო, 800-მდე ეჭვმიტანილი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მერს ბავშვი-მუსლიმების გამო სასამართლომ ჯარიმა დააკისრა