მექაში სიცხისგან 550-ზე მეტი პილიგრიმი დაიღუპა – არაბული მედია

მექაში ჰაჯის (მორწმუნეთა მსვლელობა) დროს ტემპერატურა 51 გრადუსს გადასცდა, რაც სულ მცირე 550 პილიგრიმის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

არსებული ცნობით, დაღუპულთაგან 323 ადამიანი ეგვიპტელი იყო და მათი გარდაცვალების მიზეზი სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები გახდა.

ჰაჯი ყოველწლიურად მექაში ტარდება და მასში მილიონობით მუსლიმი იღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე რუმინეთის დასტურიღა სჭირდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავა, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია