8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 10, 2026
banner

“მეფედრონი”, MDMA, მარიხუანა…- პირს, რომელსაც ნარკოტიკები უპოვეს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ლ.მ დააკავეს – ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცლებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: “მეფედრონი“, “მდმა“, “მეტამფეტამინი“, “პსილოცინის” შემცველი სოკო, “გამომშრალი მარიხუანა“ და “პრეგაბალინი“.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 261-ე მუხლით მიმდინარეობს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპირს, რომელმაც თელავში დანით კაცის მოკვლა სცადა, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა
შემდეგი სტატია„იკითხე მეტი“ – წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია