მეფე ჰენრი VIII -ს სასახლე 800 000 ფუნტად იყიდება

დიდ ბრიტანეთში იყიდება მე-12 საუკუნის სასახლე “Llanthony Secunda Manor”, რომელიც ერთ დროს მეფე ჰენრი VIII -ს ეკუთვნოდა. შენობას რესტავრაცია 30 წლის წინ ჩაუტარდა. მეფის ყოფილი რეზიდენტციის ფასია 800 000 ფუნტი.
მე-12 საუკუნის მამული განლაგებულია მონმუნტშირის საგრაფოში, მდინარე უაის ველზე.
მე-16 საუკუნეში სასახლე ეკუთვნოდა მეფე ჰენრი VIII -ს. 1970-იან წლებში Llanthony Secunda Manor თითქმის დანგრების პირას იყო მისული. 1978 წელს მისი რეკონსტრუქცია ითავა ს. მ. მაკლეოდმა, რასაც 30 წელი დასჭირდა.
თავისი არსებობის მანძილზე სასახლე 4 მფლობელს ეკუთვნოდა. მისი ამჟამინდელი მეპატრონეა ბექი ადორიანი (Becky Adorjan)
შენობა მოიცავს მისაღებ დარბაზს, 5 საძინებელსა და ბიბლიოთეკას. ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი “The Mirror”.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: „მაგრად შიგ ააქ ამ ქვეყანას, მაგრად!“
შემდეგი სტატიაერდოღანმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა