მეორე ტურში მონაწილეობა – “ენმ”-ს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. პარტია საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტს. პოლიტიკოსები ამ ეტაპზე ბრძოლის ყველა მეთოდს, მათ შორის აქციებს, განიხილავენ.

მათი განმარტებით, ხმების დაცვისა და ხელისუფლების შეცვლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

“ჩვენ საბრძოლველად ვართ განწყობილი. კონკრეტულად ეს ბრძოლის როგორი მეთოდები იქნება, რა იქნება, მეორე ტურები, აქციები ან სხვა ფორმა ჩვენი საქმიანობისა, ამას ბუნებრივია, გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, რომელიც შეიკრიბება,“ – განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიქურდობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ნინოწმინდაში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაეგვიპტეში მომხდარ ტერაქტს საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება