“მეორე ტურში ყველა ვაშაძის გარშემო უნდა გაერთიანდეს, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ზურაბიშვილის დამარცხება მას შეუძლია” – ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, მეორე ტურში ყველა ვაშაძის გარშემო უნდა გაერთიანდეს.
„ჩვენ ძალიან სერიოზული განსხვავებები გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა. ამასთანავე დღეს მთავარი ამოცანა არის სალომე ზურაბიშვილის დამარცხება. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს შეუძლია გრიგოლ ვაშაძეს და შესაბამისად ჩვენ დავიწყებთ მასთან კონსულტაციას ამ საერთო ამოცანისთვის, როგორ დავამარცხოთ სალომე ზურაბიშვილი. რა ფორმებს მიიღებს ეს, ჩვენ გაცხადებული გვქონდა ჩვენი ამომრჩევლისთვის მათ შორის იმ შეთანხმებით, რომ მეორე ტურში ჩვენ დავუჭერდით მხარს ნებისმიერი კანდიდატს, რომელიც იქნება პირველ ადგილზე. ნებისმიერი ოპოზიციის ამოცანა თუ ის არის რეალური ოპოზიცია, არის ხელისუფლებასთან ბრძოლა, ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლების დამარცხება. დღეს ეს არის კიდევ უფრო მწვავე სიტუაცია. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის თავგასული ხელისუფლება ფარცხალაძით, მირზა სუბელიანით, სარალიძის დაჭერით. ეს არის მწვავე კრიზისში მყოფი ხელისუფლება” – აღნინა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიახალაიას ახალი განაჩენი – 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა
შემდეგი სტატია„საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოვიდეს საპრეზიდენტო ხელისუფლებაში” – კორძაია