მეორე ტურში ხმას მაკრონს მივცემ, ევროპისადმი მისი ერთგულება ნათელი და ცალსახაა – სარკოზი

“მე ხმას მივცემ ემანუელ მაკრონს, რადგან მჯერა, რომ მას აქვს საჭირო გამოცდილება სერიოზული საერთაშორისო კრიზისის პირობებში, რომელიც ახლა უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. […] მისი ერთგულება ევროპისადმი არის ნათელი და ცალსახა. ახალი ერა დგება. ეს მოითხოვს ღრმა ცვლილებებს. საჭირო იქნება ჩვევებისა და პარტიზანული რეფლექსებისგან თავის დაღწევა. საერთაშორისო კონტექსტი და ფინანსური მდგომარეობა სერიოზულია და საჭიროებს რთულ და გადაუდებელ გადაწყვეტილებებს. ის [მაკრონი] ერთადერთია, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს. საფრანგეთის ინტერესები ჩვენი ერთადერთი გზამკვლევი უნდა იყოს. ვერასოდეს შეცდებით სიცხადისა და თანმიმდევრულობის არჩევით.”

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი Twitter-ზე ემანუელ მაკრონის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 24 აპრილს დაუპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშიინდოეთის უმსხვილესი ნავთობის კორპორაცია რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარს აცხადებს
შემდეგი სტატიათბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება