მეორე ტურის შემთხვევაში გამოკითხულდა 44% გრიგოლ ვაშაძეს, 29% კი სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს – Edison Research-ის კვლევა

სამი დღე არჩევნებამდე და ბოლო სოციოლოგიური კვლევები – „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

კითხვაზე, „თუ მეორე ტურში გავლენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელს დაუჭერდით მხარს?

გრიგოლ ვაშაძე – 44%

სალომე ზურაბიშვილი – 29%

არ ვიცი – 27%

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2–ის“ დაკვეთით ტარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო კომპანია Edison Research (www.edisonresearch.com).

Edison Research არის ავტორიტეტული და მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაცია, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

banner
წინა სტატიაშიიმ მოქალაქეებისგან, ვინც მიდის არჩევნებზე და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, 37% ხმას ვაშაძეს აძლევს – Edison Research
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა