მეორე ტური ბათუმში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ბათუმშიც, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა განცხადება, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებას ე.წ. კარუსელების მეშვეობით ცდილობდნენ, რასაც ქართულ ოცნებაში უპასუხეს.

აჭარაში მყოფმა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ქართული ოცნების წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ე.წ. კარუსელებში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

ბესელიას მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წევრი რამდენიმე ქალბატონი ბათუმის 6 საარჩევნო უბანზე გაკეთებული მარკირების მიუხედავად, შესვლას და ხმის მიცემას ცდილობდა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასოფელ მუგარეთში პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი საარჩევნო უბნიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა