მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები ავღანეთიდან ბრუნდებიან. წუხელ თბილისში 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა. მათ აეროპორტში გენერალური შტაბის წარმომადგენლები დახვდნენ.
II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა მტკიცე მხარდაჭერის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ეს ბატალიონი V ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.