მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

‘თქვენთან ერთად მინდა ვიყო იმ ემოციის თანაზიარი, რომელსაც 9 მაისი იწვევს თქვენში… როდესაც წამებში ცოცხლდება მოგონება – სადაც სევდა, ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლება.

9 მაისი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას. დღეს ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.

მინდა პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანის მიმართ. თქვენმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი.

მადლობას გიხდით თავდადებისთვის!

ეს დღე თქვენია, თქვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება კი მთელი კაცობრიობის!” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 173 ადამიანი ცხოვრობს