მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან და ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა – ამ დღის აღსანიშნავად, ვაკის პარკში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 12:00 საათზე კონცერტი გაიმართება, რის შემდეგაც, ვეტერანებისათვის სადილი მოეწყობა.

სპეციალურად დღევანდელი დღისათვის, საქართველოს მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ვეტერანებმა ერთჯერადად, სოციალური დახმარების სახით, 600 ლარი მიიღეს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახებს 300-ლარიანი დახმარება გადაეცათ.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს.

მარტო ჩვენი ქვეყნიდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, აქედან 200 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასი 100 ათასზე მეტი კი ხეიბარი დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის
შემდეგი სტატიაკობახიძის თქმით პირის ქვეყანაში შემოშვება არ შემოშვების გადაწყვეტილებას შსს იღებს