15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა.9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც – გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.

მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია, თუმცა ეს დღე საქართველოში ძველებური პომპეზურობით კარგა ხანია აღარ აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ვერ მივიღებთ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ისტორიის გადაწერისკენ, რომ 9 მაისი “რუსულია”, რვა მაისი -“ევროპული”
შემდეგი სტატიალაგოდეხში პედაგოგი დაჭრეს