მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2020 00:07

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც – გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.

მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია, თუმცა ეს დღე საქართველოში ძველებური პომპეზურობით კარგა ხანია აღარ აღინიშნება.
ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება

სომხეთი; ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
აზერბაიჯანი; ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
ბელარუსის; ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
პოლონეთის; ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
ბოსნია და ჰერცეგოვინა; ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
 საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა; 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
 გერმანია; 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
 ისრაელი; ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
ყაზახეთი; ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
ყირგიზეთი; ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
მოლდოვა;ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
რუსეთი; ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
სერბეთი;9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
ტაჯიკეთი; ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
თურქმენეთი;ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
უკრაინა; ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
გაერთიანებული სამეფო;9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.

უზბეკეთი; გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
იუგოსლავია; 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2020 00:07