მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 71 წელი გავიდა

veteraneviმეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 71 წელი გავიდა.9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც – გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.

მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია, თუმცა ეს დღე საქართველოში ძველებური პომპეზურობით კარგა ხანია აღარ აღინიშნება.
ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება

 

  • სომხეთის დროშა სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • ბელარუსის დროშა ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • პოლონეთის დროშა პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
  • საქართველოს დროშა საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
  • გერმანიის დროშა გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
  • ისრაელის დროშა ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
  • ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
  • ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • მოლდოვის დროშა მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
  • რუსეთის დროშა რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • სერბეთის დროშა სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
  • ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • უკრაინის დროშა უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]
  • უზბეკეთის დროშა უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
  • იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
banner
წინა სტატიაში(video) როგორ მდიდრდება სახელმწიფო რესურსის გამოყენებით ბიძინა ივანიშვილის კომპანიები
შემდეგი სტატიაპრინცი ჰარი: პირად და საზოგადო ცხოვრებას შორის ზღვარი უკვე არ არსებობს