მეორე დღეა, ოჯახის წევრები 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეძებენ

52861990ოჯახის წევრები 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეძებენ. გოგონას ოჯახის წევრები მედიას დაუკაშირდნენ და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სთხოვეს. მათი თქმით, გოგონა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, გვიან ღამით კი სამარშუტო ტაქსით შინ ბრუნდებოდა, გოგონას კვალი მას შემდეგ გაქრა.

როგორც გოგონას ერთ-ერთი ახლობელი აცხადებს, დაკარგულის მობილური ტელეფონი და ჩანთა პოლიციამ სანაპიროზე, სამტრედიის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნა. ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ გოგონა მაშველებმა მტკვარში მოძებნონ. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ სამშველო ჯგუფები 24-საათინ განმავლობაში მუშაობენ, თუმცა მტკვრის ჩქარი დინების გამო მუშაობა გართულებულია.

 

 

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: გასაოცარია, რომ ზაქარეიშვილმა შეკითხვები დასვა მმართველი ძალის კურსთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაერდოღანმა ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ მიზნად დაასახელა