მეორე დღეა მაშველები მდინარე რიონში 9 წლის ბიჭს ეძებენ

მდინარე რიონში უკვე მეორე დღეა 9 წლის ბიჭს ეძებენ. მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეში გუშინ დღის საათებში ჩავიდა, თუმცა, წყლის სიღრმიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.3 მოზარდის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს, თუმცა მეოთხე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.საძიებო ღონისძიებებში მყვინთავ-მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკაც. მოწყობილია სპეციალური შტაბი და მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ადგილზე იმყოფებიან ასევე დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა