მენაბდე: რა წყევლაა ასეთი, ვერასოდეს დაარქვა სახელი დამნაშავეს, ვერავის დააკისრო პასუხისმგებლობა

„შეცდომა მაშინ დავუშვით, როდესაც არ გამოვიყენეთ შანსი, ერთი მხრივ, სისტემური შეფასება მიგვეცა 2003-2012 წლებში საქართველოში მოქმედი რეჟიმისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალური სასჯელი დაგვეკისრებინა ყველა იმ პირისთვის, ვინც ამ რეჟიმის არქიტექტორი ან საყრდენი იყო-არ ავამუშავეთ გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები. ამიტომაც არის ყველაფერი ერთმანეთში გადაზელილი დღეს, მიშა პოლიტპატიმარია, „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიანობის მნიშვნელობას გვიხსნის, სასამართლო ისეთივე ენთუზიაზმით ემსახურება მოქმედ ხელისუფლებას, როგორც წინას ემსახურებოდა, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დღეს ადამიანის უფლებების აქტივისტები გახდნენ (ზოგი პარტიული და ზოგი NGO ხაზით). ეს პირველ რიგში „ოცნებას“ აძლევს ხელს თავადაც იგივე გააკეთოს, რაც მისმა წინამორბედმა აკეთა. კაი მაგალითი გაიტესტა უკვე გახარიას სახით. თვალის ერთ ჩაპაჭუნებაში გაექვითა ყველაფერი და დღეს დემოკრატიის მთავარ იმედად წარმოგვიდგენენ. რა წყევლაა ასეთი: ვერასოდეს დაარქვა სახელი დამნაშავეს, ვერავის დააკისრო პასუხისმგებლობა და ყველას მისცე რეაბილიტაციის საშუალება“, – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის ახალ შტამებს იკვლევს
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია დუშეთში – დაკავებულია პირი, რომელიც სავარაუდოდ ამერიკის ვიზებს უკანონოდ ამზადებდა