მენაბდე: მოდელი, რაც ახლა არის შემოთავაზებული, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს

მოდელი, რაც ახლა არის შემოთავაზებული, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს, რათა ძალაუფლების გაზიარება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაფუძნდეს ამ სისტემაში, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებულ საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამას კითხვის ნიშანს უსვამს მმართველი გუნდი. მმართველ გუნდს ეს ცვლილებები არ მოსწონს, რადგან მას უნდა სრულად კონტროლირებული პროკურატურა და ის, რასაც გვთავაზობს, აძლევს მმართველ გუნდს შესაძლებლობას, აკონტროლოს გენერალური პროკურორი და მისი მეშვეობით აკონტროლოს მთელი პროკურატურის სისტემა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ამ ფორმატს მხარი არ დაუჭიროს, ვშიშობ, ოპოზიციას არ ექნება არავითარი ბერკეტი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ განზრახვას, რადგან სხვა შემთვევაში, მას მოუწევს კოსტიტუციაში სხვა ცვლილებების დადებაც, რაც არ შედის არავის ინტერესში, არც ოპოზიციის, არც ქვეყნის ინტერესში. ამიტომ თუ „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს პროკურატურის მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებს, ვფიქრობთ, ის ვერც განხორციელდება“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე ხელისუფლებას „ადამიანის ღირსების შემლახავი“ ნარკოლოგიური შემოწმების მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს