მემორანდუმი ითვალისწინებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

“ჩვენ, ხელმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში, რათა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ ვთამხდებით, რომ მნიშვნელოვანია, ვისწრაფოდეთ უმაღლესი სტანდარტებისკენ ქართული მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.

განსხვავებების მიუხედავად, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 

ოპოზიციის განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. სწორედ ამიტომ, მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

გიგა ბოკერიას განმარტებით: “ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს”, – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: პირველი – პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – მეორე მემორანდუმი ეხებოდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას, ცხადია, მას ხელი არ მოვაწერე