„მემგონი ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისთვისაც, ასეთი გაყალბების მეთოდით ხელისუფლებაში დარჩენა უნდა იყოს მიუღებელი“ – გიორგი ნონიაშვილი

„პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი მეთოდებით ინარჩუნებენ სკამებს“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატმა ჩურურეთში, გიორგი ნონიაშვილი ჩუღურეთის ოლქში „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების დაკლების ფაქტს.

„ეს არის ჩუღურეთის 35-ე უბნის ოქმი, სადაც „ევროპულ საქართველოს“ ოქმის მიხედვით 0 ხმა ჰქონდა, რაც შეუძლებელი იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, იმისთვის რომ ეს უბანი გადაეთვალათ და აღმოჩნდა რომ „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა ხმები მიღებული, თუმცა ეს ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბაში ჰქონდათ მითვლილი. ეს არის პრობლემა, ეს არის ის, როგორც აყალბებს არჩევნებს „ქართული ოცნება“, ეს ერთ-ერთი მეთოდია. მემგონი ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისთვისაც ასეთი მეთოდით ხელისუფლებაში დარჩენა უნდა იყოს მიუღებელი. ამიტომ არის ჩვენი ვალი რომ ეს ხელისუფლება გავუშვათ, რადგან პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი მეთოდებით ინარჩუნებენ სკამებს.“ – განაცხადა ნონიაშვილმა

ცნობისთვის, ჩუღურეთის 35-ე უბანზე „ევროპულ საქართველოს“ 0 ხმა ეწერა, თუმცა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პარტიას 9 ხმა ჰქონდა მიღებული.

banner
წინა სტატიაშიDRI: სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა
შემდეგი სტატიადანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებიდან მოქალაქეები სპეციალური ტექნიკის დახმარებით გამოიყვანეს