მემანქანეები ომბუდსმენს, პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს იმართავენ

მეტროს გაფიცული მემანქანეები პროცესში ჩართვისკენ სახალხო დამცველს მოუწოდებენ. ასევე მიმართავენ პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტს, რომ დაინტერესდნენ მათი პრობლემებითა და მოთხოვნებით. მემანქანეების თქმით, არავინ ითხოვს ტრანსპორტის საფასურის მომატებას და დედაქალაქის მერი უტრირებს.
„უნდა მოვიდეს და დაგველაპარაკოს. ხომ არ შეიძლება ასე იჯდეს და ჰაერზე ისროლოს განცხადებები, ათასი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ტრანსპორტის გაძვირების ხარჯზე ხელფასის გაზრდა. ეს სისულელეა. ჩვენც ჩვეულებრივი საზოგადოების წევრები ვართ. ჩვენი ოჯახის წევრები დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ამბობს, რომ ბაღის მასწავლებელს 400 ლარი აქვს ხელფასი და როგორ ითხოვენ ესენი მომატებასო. სირცხვილია მერე რომ 400 ლარი აქვს და ეს ჩემი ბრალია? ხალხი რომ გენდო და იძახის მადლობა ნდობისთვისო, ხომ შეიძლება რომ რაღაც გააკეთო“- ამბობს მემანქანე დავით გაგუა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა, დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დღეს უმცირესობას შეხვდება
შემდეგი სტატიაბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრისთვის 26 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა