მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა

მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა. ის თბილისიდან ბერლინში დღეს გაფრინდა. მანამდე კი “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი, რომელიც რადიკალურ ფორმებსაც არ ერიდებოდა იმისათვის რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყნის მართვის სადავეები ჩაეგდო ხელში, სახელისუფლებო პარტიას გაემიჯნა.

ქვეყნის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე კი სკანდალური ინტერვიუ მან კურიერს მისცა.

ვაჩნაძე დეტალურად ყვება, როგორ ემუქრებოდნენ მას დაკავებით და როგორ ჰქონდათ მცდელობები მისთვის დანისა და იარაღის ჩადების. ამის დასტურად ის ძველი თბილისის სამმართველოში გაკეთებულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც მკაფიოდ ისმის როგორ აშანტაჟებენ და მოითხოვენ მისგან თანამშრომლობას.

„უკვე ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ გუშინ ღამე დამიბარეს ვითომ რამდენიმე თვის წინ ჩადებული დანა, რომელიც ბერკეტად ჰქონდათ, ეს დანა უნდა გაეცოცხლებინათ. მერე ვითომ ვიღაც ზარდიაშვილებმა დარეკეს და ვითომ ახლა ცუდად არ ვარ განწყობილი და ამას ფაბრიკაციას მოუწყობდნენ. ზარდიაშვილი არის დეპუტატი, რომელის სახელსაც თვითონ ეს პიროვნება ახსენებს დათო პაპაშვილი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დანას მტენიან, ადმინისტრაციულს. საერთოდ სადაც არ ვყოფილვარ. ავდექი და ჩავწერე. ცხოვრებაში პირველად ჩავწერე. იმიტომ რომ საფრთხე მემუქრებოდა და მჭირდებოდა მტკიცებულება რომ სასამართლოში გამემართლებინა თავი. დღეს როცა მე მივედი და ვუთხარი რომ გუშინ მე თქვენ ჩაგწერეთ და ამას გამოვიტან სააშკარაოზე თუ არ დაამთავრებთ და არ მინდა არჩევნებამდე მსგავსი რამე გავაკეთო აიღეს და იარაღის ჩადება დამიპირეს,“-განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნებს NDI დააკვირდება – ორგანიზაციის ხელმძღვანელები პრემიერს და ელჩებს შეხვდებიან