იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდებაზე მიღწეული შეთანხმება „ძალიან სარისკო ნაბიჯია“, რომელიც კრემლს ომის დასაფინანსებლად ახალ შემოსავალს უჩენს და სანქციების ეფექტიანობას ასუსტებს.
მელონის თქმით, მსგავსი გარიგებები მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს იმ ფონზე, როდესაც რუსული ბომბები კვლავ ცვივა უკრაინულ ქალაქებზე.
იტალიის პრემიერმა ევროკავშირს მოუწოდა, დანიშნოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ევროპის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა, ხოლო თავდაცვის შეწყვეტა არა მშვიდობას, არამედ „საბჭოთა სტილის იმპერიალიზმის დაბრუნებას“ მოიტანს.
















