მელიტოპოლთან ოკუპანტების მიერ დაკავებული სამხედრო ბაზა იწვის

მელიტოპოლთან ოკუპანტების მიერ დაკავებული სამხედრო ნაწილის ბაზა იწვის. ქალაქის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, სწორედ იქ გადაიტანეს რუსებმა სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ რაც ერთი კვირის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს რუსულ ბაზას მელიტოპოლის აეროდრომთან. მისივე თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 25 აფეთქების ხმა გაიგო.

“სქელი შავი კვამლი დაფიქსირდა საოკუპაციო ბაზის მხრიდან. კარგი ამბების იმედი გვაქვს! ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების”, – წერს ფედოროვი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, 3 მილიარდი დოლარით დაგვეხმარა – შმიგალი
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის სახელით იაპონიის ექსპრემიერ-მინისტრის ტრაგიკულად დაღუპვის გამო იაპონელ ერს მიუსამძიმრა და სამგლოვიარო წიგნში ჩანაწერი გააკეთა