მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის წინსვლა გრძელდება – გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები წინსვლასა და ახალი ადგილების დაკავებას აგრძელებენ. გენშტაბი აღნიშნავს, რომ იმ ადგილებიდან, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავს, არცერთი არ დაკარგულა.

“შეტევითი მოქმედებები გრძელდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ: გასული დღის განმავლობაში, ნოვოდარივკა – პრიიუტნეს, მაკარივკა – რივნოპილისა და ნოვოდანილივკა – რობოტინეს მიმართულებებით უკრაინელმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებებს მიაღწიეს, ისინი დამკვიდრებული არიან მიღწეულ ხაზებზე.

მტერს ძირითადი ძალისხმევა ჰქონდა თავდაცვაზე, ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე, რეზერვების გამოყენებით დაკარგული პოზიციების აღდგენაზე”, – თქვა გენშტაბის პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიმადლობას ვუხდი ახალციხის ორგანიზაციას ეფექტიანი მუშაობისთვის- კობახიძე ტროლ-ბოტ საჯარო მოხელეებზე
შემდეგი სტატია“არ შეიძლება ლანძღავდეს მეფეებს” – კობახიძე ბერძენიშვილის თავდასხმაზე