მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მათი კოალიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს შორისაა კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე საბა ცხვიტარიძე.

სამართალდამცავებმა დააკავეს მათი წევრი რეზი დუმბაძე.

გარდა დაკავებულებისა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულია პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიმელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი პირი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა
შემდეგი სტატიასაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება უზრუნველყოს