მელიქიშვილის გამზირი ამაღამ 00:00 საათიდან გადაიკეტება

საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით მელიქიშვილის გამზირი, ამაღამ 00:00 საათიდან 21 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მელიქიშვილის გამზირი, ამაღამ 00:00 საათიდან 21 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში “საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს – დაშავებულია დაცვის თანამშრომელი
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე – არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხის გარეშე