მელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება მოხდა -დავით ჭიჭინაძე

region
ავტ.: region ივლისი 3, 2019 14:27

მელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება მოხდა -დავით ჭიჭინაძე

მელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება მოხდა – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

“მე ვაპირებ ნიღაბი ჩამოვხსნა იმ საკმაოდ სერიოზულ, გავლენიან თანამდებობის პირებს, რომლებიც დღეს არ ჩანან, მაგრამ 20-21 ივნისის მოვლენები დაგეგმეს. და რადგან მათ დანაშაული ჩაიდინეს, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. ასეთები კი, ორივე მხარეს იკვეთებიან. მელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება მოხდა. ანუ, შეიძლება ბახტაძეს და კობახიძეს ფეხი მართლაც „დაუცდათ“, მაგრამ გარწმუნებთ, კონკრეტულმა ადამიანებმა ეს ყველაფერი წინასწარ „მოხარშეს“, გაამზადეს, დაგეგმეს, სისრულეში მოიყვანეს და ამ ეტაპზეც მსვიდად იკავებენ კომფორტულ სავარძლებს…

რაც შეეხება გახარიას, მისი ე.წ. ძლევამოსილება მითია. საიდუმლო კი მისი მონობაა და დაბეზღება და მეტი არაფერი. თან ეტყობა ბევრ რამეშია გასვრილი. ერთი წელი იყო ეკონომიკის მინისტრი, მანამდე ბიზნეს-ომბუცმენი, ისმენდა ხალხის პრობლემებს და ერთი ინიციატივაც არ ჰქონია. ასე რომ, რაც უფრო დიდხანს დაიტოვებს გახარიას „ოცნება“, მით უფრო დისკრედიტირებული იქნება, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალები“ არ აძლევენ მისი გაშვების საშუალებას.

20 ივნისს, გახარია და ბახტაძე ერთად ისხდნენ პარლამენტში, ჯერ ბახტაძის განცხადებამდე და შემდეგ დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე. ეს ჩემი თვალით ვნახე. ასე რომ, ეს არის ტყუილი, რომ ვინმემ რამე არ იცის.”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 3, 2019 14:27

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics