მელიას მამა: გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ, იგივე საქმეზე ორჯერ რატომ ახდევინებენ

“ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, იმიტომ რომ მშობელი ვარ. ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის, კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც ხუთი თვეა არ მინახავს და იმ დღეს ვნახე, არჩევნების დღეს, შტაბში. თქვენც იქ იყავით და ხედავდით რა უპირატესობით უგებდა სხვებს, მერე როგორ დატრიალდა ყველაფერი, შეუძლებელია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს, როცა შენი შვილია.

ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას, რატომ ჩემი შვილი, მაგრამ თუ არა მან, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც აკეთებს. ბავშვობიდან გამოირჩეოდა გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი ნიკამ არ იცოდა ბავშვობაში. ტყუილს არავის პატიობდა, იქვე აწესრიგებდა ყველაფერს. ლიდერი იყო, არ უნდა ასეთი ადამიანები ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიყუპებით.

გამოიაროს კობახიძემ და ნახოს როგორ სძულს ხალხს ექიმები, კლინიკები, წამლებს რამხელა ფასები აქვს და ვერ ვყიდულობთ, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი.

გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ, ერთი და იგივე საქმეზე ხო არ შეიძლება ორჯერ გადაიხადო გირაო, მაგრამ ამ მთავრობისგან მე ყველაფერ ცუდს ველოდები და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე. ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების წინააღმდეგ ირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს, ტაშით ივანიშვილი მას არ დააჯილოებს, ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა რომ გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ეხლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ პატიმრობაში მყოფი უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის ვიდრე გარეთ.

დაიჭერენ.”- ამბობს ნიკა მელიას მამა ანზორ მელია საქალაქო სასამართლოსთან.

გენერალური პროკურატურა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების შესახებ გაყალბებული ფოტომასალას აქვეყნებს
შემდეგი სტატიარიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება