მელიას გათავისუფლებით, მთავრობამ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას კრიზისის განსამუხტად – დიპლომატების ღია წერილი

დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა - აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

საქართველოს მეგობრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ღია წერილი გამოაქვეყნეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გაათავისუფლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია და ამით პირველი ნაბიჯი გადადგას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

წერილში ნათქვამია, რომ დიპლომატები თავს საქართველოს მეგობრებად მიიჩნევენ, რომლებიც ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, აღფრთოვანებული იყვნენ მათი მტკიცე გადაწყვეტილებით, შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიული ღირებულებებისადმი.

აქედან გამომდინარე, დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ, საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის საქართველოს მთავრობის გადაწყეტილებით, შტურმით აეღოთ მთავარი ოპოზოიციური პარტიის ოფისი და დაეპატიმრებინათ მისი ლიდერი.

მისი პატიმრობაში დატოვება შეუძლებელს ხდის, გასული წლის არჩევნებისგან გამოწვეული ჩიხიდან გამოსასვლელად, რამაც ოპოზიციურუ პარტიების ბოიკოტი განაპირობა. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი.

ეს მოვლენები, არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური პანდემიისას ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. საქართველოში განვითარებული მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილები”,-ნათქვამია წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა გრძელდება, თუმცა ეს პროცესი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას არ მოიცავს. დიპლომატების განცხადებით, არჩეული მთავრობები ვალდებული არიან შეასრულონ მათი ამომრჩევლის სურვილები. პოლიტიკურ ოპონენტებს კი თავიანთი საჩივრების სამართლიანად განხილვის უფლება აქვთ.

დიპლომატების აზრით, მთავრობამ ოპოზიციური პარტიის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათივე თქმით, თუ ქვეყანაში პოზიტიური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ამან, შესაძლოა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გამოიწვიოს, რომლებიც კრიზისზე არიან პასუხისმგებელი.

“მთავრობამ, როგორც ძალაუფლების მფლობელმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების გათავისუფლებით უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას კომპრომისზე შუამავლობისთვის, ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ბოლო დროინდელი მოვლენები სიტუაციას საგანგაშოს ხდის. პოზიტიური ნაბიჯების არგადადგმამ შესაძლოა გამოიწვიოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობების დაყენება, რომლებიც კრიზისზე აგებენ პასუხს,-ნათქვამია წერილში.

დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ დემოკრატიისადმი მათი ერთგულების დემონსტრირება მოახდინონ.

განცხადებას ხელს აწერენ:

იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი
ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი
სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი
გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი
ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ
იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში
მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia
რენდი შონემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი
კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის პოლიციაში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა იწყება
შემდეგი სტატიარუსეთი: ამერიკელები ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას