მელიას ადვოკატი: საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არაფერი გაგვიგია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა. ნიკა მელიას საქმეზე, დღესაც ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს.

“ფაქტობრივად, საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არაფერი გაგვიგია. ორივე მათგანი აფიქსირებს და მხოლოდ და მხოლოდ გაიგეს ნიკა მელიას ის განცხადება, რომელიც მიკროფონში იყო ნათქვამი და გავიდა ყველა ტელეარხით.

რაც შეეხება დეტალებს ან პირად საუბრებს ან მის მოქმედებებს არცერთი მათგანი აფიქსირებდა, რომ არც ვიზუალური აღქმა არც ნიკა მელიას სხვა საუბრები არ გაუგიათ და არც მისი აქტიური მოქმედებებისთვის მიუდევნებიათ თვალი.

მსგავსი ჩვენებებია 90% ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენება და მსგავსი მტკიცებულებები არაფრის მთქმელი არ არის”,- თქვა მელიას ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური ხაზარაძეზე: გუშინ ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს კომისიის შექმნას გვთავაზობს
შემდეგი სტატიაელისაშვილი: „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო მომსახურებაზე კონტრაქტის გაწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს