მელია ზურაბიშვილის პლატფორმაზე

“სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე:
იყო 2 გამხლეჩი საკითხი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეჯერება:
1.საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვითომ შეთანხმდა
2.ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვერ შეთანხმდა
გამარჯვება შეიძლება მხოლოდ პოზიციის სიცხადით, ახლა ყველა ვაკეთებთ გახარიას შეფასებას იმ პოზიციით, რომელიც გამოხატა.
გამოხატული პოზიცია ან მოგვეწონება ან არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის უპოზიციობა არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა.
სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გაუკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად.
სამომავლოდ თუ გვინდა ერთობა, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე და საზოგადოებას ტყუილი არ უნდა ვაკადროთ, თითქოს შენ რაიმე მნიშვნელოვანს აკოორდინირებ.”წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიგახარია წულუკიანს: ნუ მეჩრები დამამთავრებინე… თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ, როცა მოემზადებით დამიძახეთ და მოვალ
შემდეგი სტატიაგახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი – ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები