მელია: ვარ იმედგაცრუებული და, შეიძლება ითქვას, დამცირებულიც კი

“ვარ იმედგაცრუებული და, შეიძლება ითქვას, დამცირებულიც კი”, – ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ფორმულას” სატელეფონო ინტერვიუში შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განუცხადა.

“ძალიან მოკლედ მსურს, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე შექმნილ ვითარებაზე. ოპოზიციის რომელმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი, არ არის მნიშვნელოვანი და ამის გარჩევაში ვერ შევალ. ეს არის მათი სუვერენული უფლება, ეს ერთი.

გულახდილი უნდა ვიყო და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი და არ შემიძლია, ეს არ გითხრათ. ვარ იმედგაცრუებული და, შეიძლება ითქვას, დამცირებულიც კი”, – ამბობს ნიკა მელია “დროიებასთან” სატელეფონო ინტერვიუში.

გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და “ქართულმა ოცნებამ” ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

banner
წინა სტატიაშიბაიდენის ადმინისტრაციამ 51-ე შტატის შექმნას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაევროკავშირის რეგულატორმა Johnson&Johnson-ის ვაქცინა ხელახლა დაუშვა