მელია: უნდათ, ველი გაუდაბნოვდეს და მოსუფთავდეს, ამიტომ დროდადრო აკრიახდებიან

ბატონი კობახიძე არის ტრაგიკული მოვლენა ქართული სახელმწიფოსთვის, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „პოლარიზაციის შემცირების მთავარი გზა ერთი დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტებაა“.

მელიას განმარტებით, ხელისუფლება რეალობას აცდენილია.

„არ მქონდა ეს კომენტარი არც მოსმენილი, არც წაკითხული. ჩანს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მეტიც, საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს საკუთარი თავებისთვის შექმნილი, თუ რა უნდათ და რა სურთ, მათ ეს უბრალოდ არ შეუძლიათ. ვიცნობთ სახელმწიფოებს, სადაც ოლიგარქიული რეჟიმი არსებობს მართვის სადავეებთან და მიტაცებული აქვთ სახელმწიფო, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებენ მოქალაქეებისთვის, შიმშილით მაინც არ ხოცავენ და ფულს არ პარავენ; იპარავენ, მაგრამ მოსახლეობას რაღაცას მაინც აძლევენ. ამ სახელმწიფოში მიტაცებული ძალაუფლების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ამ წარმომადგენლებმა არათუ ვერაფერი ვერ გააკეთეს, ვერაფერი ვერ თქვეს, რაც ადამიანს იმედს გაუჩენდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებით ჩემი ყოფა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. კობახიძის მიერ გაკეთებული ეს კომენტარი, ამის ნათელი ლუსტრაციაა, 24 საათის განმავლობაში ის დაპირისპირებაშია შესული ოპოზიციურ პარტიებთან, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს 29-30 დეკემბერს დაჩქარებული წესით განიხილავენ
შემდეგი სტატიაჩხორუწყუს საკრებულოს წევრმა პარტია “საქართველოსთვის” დატოვა