მელია – თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, კანონს არღვევს ყოველდღე, ყოველწუთს და ყოველწამს, ეს არის რეჟიმი

თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, თუ ვინმე კანონს არღვევს ყოველდღე, ყოველწუთს და ყოველწამს, ეს არის რეჟიმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

„რასაც დღეს ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი პროპაგანდისტული არხებით, შეშინებულმა და აცახცახებულმა განცხადებები განცხადებებზე ავრცელონ, თითქოს თურმე ჩვენ არ გვაქვს შეკრების, მანიფესტაციის, მსვლელობის უფლება, ეს ხომ კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია. ეს ხომ კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს თითოეულ ჩვენგანს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ეს პროტესტი უფრო და უფრო მწვავე, თუმცა, არაძალადობრივი უნდა გახდეს. ეს ასეც იქნება. დღეს რა განცხადებაც გაავრცელა ხელისუფლებამ, ეს ხომ ფეხზე მყარად მდგომი ხელისუფლების განცხადება არ არის. ვის ატყუებენ იმით, რომ თურმე ადამიანი ციხეში დატყვევებული არ ჰყავთ და მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, მსვლელობა და მშვიდობიანი, არაძალადობრივი მანიფესტაცია კონსტიტუცია წინააღმდეგობაში მოდის? თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, თუ ვინმე კანონს არღვევს ყოველდღე, ყოველწუთს და ყოველწამს, ეს არის რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ასე იქცევა, უნდა ვარყიოთ მანამ, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება ამ რეჟიმის რყევით და საბოლოოდ ჩამონგრევით, ახალი არჩევნებით”, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოებას დაესწრო