მელია სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადონ
სხვა სტატიები
- გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ საკრებულო უპრინციპოა – ისინი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან
- „თითოეული პოლიციელი მზად არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“
- „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ
ნიკა მელია სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მეორე ტურში მონაწილეობენ, ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს:
„ახლაც კი, მარტვილში „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათთვის სასარგებლოდ გადაწერონ შედეგები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თავიანთ წარმომადგენლებს უჩივლეს, რათა მოხდეს დალუქული ყუთის გახსნა და თავიანთ სასარგებლოდ ბიულეტენების ჩაყრა. რომელ მეორე ტურზეა საუბარი, როცა არამც თუ გუშინწინ ტოტალური დაშინებით, მუქარითა და შანტაჟით ჩატარდა არჩევნები, არამედ დღესაც კი მიმდინარეობს შედეგების გაყალბება. ბრძოლა იწყება ახლა, რომლისაც უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციური პარტია, თუკი არის ასეთი, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – არ მიიღებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და არ ჩავერთვებით ბიძინა ივანიშვილის თამაშში”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ის საკრებულოში შესვლას, პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მას ამაზე დასაფიქრებლად 2 კვირის ვადა აქვს.