მელია: სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს და ამბობს, რომ 2 ოქტომბერს “ქართული ოცნების” დამარცხება უნდა გაფორმდეს.

“უკვე დამარცხებული “ქართული ოცნების” გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ოცნებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში”, – თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება იძულებული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს.

“მნიშვნელობა არ აქვს, ქართული ოცნება აღიარებს თუ არა დაწესებულ 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ოცნება იქნება იძულებული, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – თქვა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. მელიას პარლამენტიდან გასვლაც
შემდეგი სტატია“მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია 100 დღეა, მიშელის შეთანხმებას შეერთებია”