მელია: შარლ მიშელმა როცა დადო ეს დოკუმენტი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა დავთანხმებულიყავით?

“ნაციონალური მოძრაობის” პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც ამნისტიაზეა საუბარი ის ინფორმირებული არ ყოფილა.

როგორც მელიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციასთან” ინტერვიუში აღნიშნა, 20 ივნისის საქმეზე ფაქთო ამნისტია მეტ კრიზისს გამოიწვევს:

შარლ მიშელმა როცა დადო ეს დოკუმენტი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა დავთანხმებულიყავით? ამნისტიის ნაწილში არც მე ვიყავი ინფორმირებული, არც დაზარალებული, გეკითხათ, შეზღუდული რესურსი მაქვს ციხეში მყოფს და გამოსავალი ვნახე, რომ იმ შემთხვევაში ჩავარიცხინებ გირაოს, თუ კანონს გამოიწვევენ. ჩემს მაგივრად თანხმობა განაცხადეს და რა უნდა ვქნა, გამოვალ. პრობლემა ის არის, რომ 20 ივნისის საქმეზე ფართო ამნისტია უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს და არა განმუხტვას”- თქვა მელიამ ინგა გრიგოლიასთან.

banner
წინა სტატიაშიმელია: გრიგოლ ვაშაძეზე ნამდვილად გამიკვირდა, როცა ხელს აწერდა
შემდეგი სტატიამელია: ,,ოცნება” მოძალადეებს გაათავისუფლებს და იმ პარლამენტში რა მესაქმება?