მელია სააკაშვილის წინააღმდეგ: “მის გვერდზე 1 ჰექტარზეც ვერ მნახავთ”

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ადამიანი, ვისთანაც თანამშრომლობას არ განიხილავს, ივანიშვილის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილია. “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილმა გააღიზიანა.

მისი თქმით, ის „ვერ ითანაშმრომლებს კაცთან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მელიას და მის თანამებრძოლებს რუსულ რეჟიმთან შეკრულები უწოდა.“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ დღევანდელ ბრძოლაში მთავარია სიმართლე და ის არ აპირებს, გვერდზე დაუდგეს ადამიანს, რომელიც მათ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვერ აფასებს.

ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი ბრძოლა იმისთვის, რომ მოკელ ვადაში მოვიპოვოთ გაამრჯვება, ჩვენ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში პირიქით ვაკეთებდით, იმისთვის რომ გული არ გვეტკინა ჩვენი თანამოაზრისთვის. თუ ვიტყვით, რომ ბრძოლა უკომპრომისო, წინააღდმეგობა უკომპრომისო , მაგრამ ფინალური აკორდი როდის ქინება, 8 წელში თუ 9-ში, ეს არავინ იცის.

დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და ვეცადოთ, მაქიმალურად მოკლე დისტანციაში დავფაროთ ეს გასავლელი დისტანცია. კოორდინაცია ჯგუფებს შორის უმნივნელოვანესია.

რამდენიმ კვირის წინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციიდან ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა, შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მერე მხარი აუბა რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა, ჩემი მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც ბრალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელს ვუწოდებ. ასეთ ცილისმწამებლურ ბრალდებას ისვრის და ბოლოში იტყვის, რომ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერასოდეს ვერ მნახავთ. მიხარია, რომ მისი პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა, მაგრამ თუკი სიმართლე, ოპოზიციიდანვე არ იქნება დაფასებულიდ ა სიყალბე იქნება ყველა ფეხის ნაბიჯზე, თან გაყიდული ხარ, თან მოდი ვითანამშრმლოთ ეს ვერ მოხდება. მე ნიკა მელიას, ასეთი მბრალდებელის გვერდით ვერასოდეს 1 ჰექტარშიც ვერ მნახავთ, ერთ ფიზიკურ სივრცეში და გარემოში, – აღნიშნა მელიამ.

რა დაწერა მიხეილ სააკაშვილმა?
გილაურმა „თავისი“ ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება… ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი“ დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში.

დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო „ადგილობრივ არჩევნებშიც” აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს, (აბა რით ირჩენენ თავს?) რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას ძახება“, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ.

თან უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისგან, ვინაიდან საბოლოო ჯამში ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს ის ხალხი ვისაც ფულს აძლევს“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე დღეს გაიმართა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა მელია პოლიციამ მიმდინარე წლის 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.
ნიკა მელია მსჯავრდებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ამ კვირაში ზელენსკის ვუმასპინძლე, ხვალ პუტინთან მექნება სატელეფონო საუბარი
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულ გიორგი სავანელს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა