მელია სააკაშვილის დანიშვნაზე: ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმატება არ არის

“ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს ქვეყნის წარმატებაა.

როგორც პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინა და საქართველო ერთი გამოწვევის წინაშე დგანან.

„ეს მხოლოდ ჩვენი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმატება არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეს არის ჩვენი ყველას წარმატება. დღეს უკრაინასა და საქართველოს დიდწილად ერთი გამოწვევა აქვს. გამარჯვების გასაღები რწმენასა და მონდომებაშია. გამარჯვების გასაღები იმის გააზრებაშია, რომ ახლა ისტორია დამარცხების ფიქრსაც კი გვიკრძალავს“, – განაცხადა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : პანდემიის პირობებში მაინც მოვახერხეთ, რომ ბორდერიზაციის კიდევ ერთ პროცესზე საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერი რეაგირება მოეხდინა