მელია: რეჟიმი ქმნის ვირტუალურ რეალობას, ვითომ არსებობენ “კმაყოფილი” ბიზნესმენები

რეჟიმი დაკავებულია ვირტუალური რეალობის შექმნით, ვითომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, არსებობს მათი მხარდაჭერა და მათი ლეგიტიმაციის მინიმალური საფუძველი მაინც.

ბიზნესის ჯანსაღი პროტესტის საპირწონედ ვითომ არსებობენ “კმაყოფილი” ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გრძნობენ კრიზისს, მის მასშტაბსა და პრობლემის რეალურად გადაჭრის აუცილებლობას.

თუ დღევანდელ ვითარებაში ვერ ხედავ კრიზისს და მისი გადაჭრის აუცილებლობას, ან მოკლებული ხარ არათუ ალღოს, მიმდინარე პროცესების ადექვატურ აღქმასაც. ან უბრალოდ გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი – ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მრავალმილიონიან ტენდერზე იყიდები თუ გროშებად, თუმნად იხდი თუ მილიონად, მაინც ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟი ხარ,-წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია და კობახიძის და ბიზნესმენების შეხვედრას ეხმაურება.

 

banner
წინა სტატიაშითბილისში, ე.წ კანონიერი ქურდი გელა ჯოჯუა დააკავეს (video)
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილი მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ, ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო, კრიზისი აღარ ითმენს