მელია რეგიონებში მაჟორიტარების შეთანხმებაზე: ენმ მზად არის ოლქი, სხვა რომელიმე კანდიდატს დაუთმოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ რეგიონებში მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა.

როგორც მელიამ გადაცემაში განაცხადა, პარტია მზად არის დააყენოს საკუთარი კანდიდატი ყველა ოლქში, თუმცა, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ასევე მზად არის რომ რეგიონებში მაჟორიტარობა სხვა პარტიებსაც დაუთმოს, იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება საერთო მიზანს წაადგება.

„ამ წუთის მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობა მზად არის, რომ დააყენოს ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი და იბრძოლოს გამარჯვებისთვის და ბევრ მათგანში პირველ ტურში გამარჯვებისთვის. რაც შეეხება გაიმართება თუ არა დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის რეგიონებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გაიმართება, არ არის დისკუსია ჩაკეტილი, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის და იმ შემთხვევაში თუ საერთო მიზანს წაადგება რაიმე სახის კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება გამარჯვების მიზნიდან ამოსული, კი ბატონო ოლქს ჩვენ ოპოზიციურ სხვა რომელიმე კანდიდატს დავუთმობთ “,-განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე ხვალიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება
შემდეგი სტატია20 ივნისი ლტოლვილთა, დევნილთა მსოფლიო დღეა