მელია- რატომ შევწყვიტოთ პიკეტირება? ივანიშვილის დავალებების შესრულება რომ გააგრძელონ?

პარლამენტის ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან მობილიზებულები ნიკა მელია მივიდა.

შსს-ს განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს, მელია ამბობს, რომ პარლამენტში არცერთ დეპუტატს არ შეუშვებენ და ივანიშვილს არანაირი სახის რეაგირების რესურსი აღარ დარჩა.

“შევწყვიტოთ პარლამენტის პიკეტირება? რატომ? ვინმე დაჩი ბერაია, ანრი ოხანაშვილი რო შევიდნენ და გააგრძელონ ივანიშვილის დავალებების შესრულება? მურუსიძეები დანიშნონ უვადო მოსამართლეებად ამ დღეებში? ამიტომ უნდა შეუშვას ხალხმა?”, – აღნიშნავს დეპუტატი.

ნიკა მელიას განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებენ.

“სხვა გამოსავალი არ არსებობს, ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. მან ფუნქცია დაკარგა და ეს არის ივანიშვილის ბრალი. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, გრძელდება 20 ივნისი, განსხვავება არის იმ მასშტაბის ტყუილში, რომელიც ივანიშვილმა აკადრა საზოგადოებას. ყველა ქვეყანაში, ამ ვითარებაში, როცა ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, მთავრობა გადადგებოდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და დარწმუნებული ვართ, რომ ავასრულებთ”, – აღნიშნავს ის.

მელია გამოეხმაურა ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ გამოსვლასაც.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის კალაძე, მისი განცხადებები არასერიოზულია. ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი გაოგნებულები არიან”, – აღნიშნა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისვანეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების განცხადებით, „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება