მელია – პუტინის რუსეთშიც არსებობს სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში

“მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არის სამართლიანი და დამოუკიდებელი” – ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში შენს მეგობრებს, დევნის სასამართლოს სახელით, ამას თავს მე ვეღარ დავუხრი. პუტინის რუსეთშიც არსებობს სასამართლო, პუტინის რუსეთშიც არსებობს პროკურატურა, პუტინის რუსეთშიც არსებობს პარლამენტი, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არის სამართლიანი და დამოუკიდებელი”- აცხადებს მელია.

banner
წინა სტატიაშიელიავას ბაზრობაზე ხანძარია – ცეცხლი პლასმასისა და ხის მასალებს უკიდია
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობას ტოვებს