პლასტმასის კაცები ანუ „რობოკოპები“ ვერ გაიმარჯვებენ, გამორიცხულია. მოსკოვი ვერ გაიმარჯვებს თბილისზე, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გაზი, ხელკეტი და წყლის ჭავლი ხალხის ძალაზე ძლიერი არაა.
„გაუშვეს მართლა სულის მხუთავი აირი. დაიწამლა ხალხი. არაადამიანურ რესურსს დებს ყველა აქ მყოფი დემონსტრანტი ამ თავისუფლების მოძრაობაში. გაზი, ხელკეტი, წყლის ჭავლი ხალხის ძალაზე ძლიერი არაა. აქ ახლა, გადაჭარბების გარეშე, 20 ათასამდე ადამიანი დგას, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე. პლასტმასის კაცები ანუ რობოკოპები ვერ გაიმარჯვებენ, გამორიცხულია. მოსკოვი ვერ გაიმარჯვებს თბილისზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.